1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადაში წარადგინოს რიგგარეშე ანგარიში.

3.  საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. საკრებულოს მუშაობის ანგარიში შეიძლება განხილულ იქნეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ. ანგარიშის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 122-ე მუხლით დადგენილი წესი