1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეკრების, სისტემატიზაციისა და ამ საკითხზე მათი მოსაზრების გაცნობის მიზნით.
2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია:
ა) საერთო კრება;
ბ) მოსახლეობის გამოკითხვა.
3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი საკითხის განხილვისა