1. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან (სოფელი/ქალაქი), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან (საერთო კრება).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. საერთო კრების უფლებამოსილება, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის„ 852-855 მუხლებით და საკრებულოს მიერ დამტკიცებული დასახლების საერთო კრების ტიპური დებულები