1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფს, უფლება აქვთ საჯარო განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.
2. საჯარო განცხადებად მიიჩნევა მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ან მოქმედების შეფასების, მათგან ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან მისი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.
3. საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან გაავრცელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობი