1. საკრებულო, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ატარებს ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის სხდომა").
2. ამომრჩეველთა მოსმენა (საკრებულოს „ღია კარის სხდომა") ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.
3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრებიან საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამდებობის პირები.
4. „ღია კარის სხდომაში” მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს „ღია კარის სხდომის” ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც.
5. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის სხდომაში” გამომსვლელთა სიას. „ღია კარის სხდომაში“ გამომსვლელთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შეტანის თარიღის შესაბამისად.
6. „ღია კარის სხდომაში“ მონაწილე ყველა პირს გამოსვლისათვის ეძლევა არაუმეტეს 5 წუთისა.
7. „ღია კარის სხდომაზე“ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დამაზუსტებელი კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.
8. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარადგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკითხების შესაბამისი კომისიისათვის ან/და მუნიციპალიტეტის მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
9. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტა