1. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები მუნიციპალიტეტის  მოსახლეობასთან.

2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა ადმინისტრაციული შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

3.  საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან უშუალოდ შეხვედრის ინიციატორი საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე ხელს აწერს ოქმს. ოქმი ვიზირებულ უნდა იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, რის შემდეგაც ინახება საკრებულოს აპარატშ