1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა სავალდებულოა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი და მისი შესრულების წლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს.

2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხორციელდება ამ რეგლამენტის 122-ე და 124-ე მუხლებით დადგენილი წესი