1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს საკრებულო იღებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით.
3. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1561 მუხლის შესაბამისად.
4. ამ მუხლით დადგენილი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ძალაშია 2030 წლის 1 იანვრამდე.
საკრებულოს აპარა