1.საკრებულოს უფლებამისილება ვადამდე შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ წევრების რაოდენობა შემცირდება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით და საკრებულო დაკარგავს ქმედუნარიანობას. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის ვადაში არ დაამტკიცებს მერიის მიერ წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, მაშინ უფლებამოსილება უწყდება როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს.
2. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ვერ შეიკრიბება 6 თვის განმავლობაში, ან შეიკრიბება, მაგრამ კვორუმის არ არსებობის გამო სხდომები ვერ ტარდება, მაშინ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება.
3. საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას იღებს მხოლოდ მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტი.
საკრებულოს საქმიანობის ადმინისტრაციული წარმოების წე