1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაერთიანების, გაყოფის, საზღვრების შეცვლის ან ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის თაობაზე პროექტს ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი და შეაქვს საკრებულოში.
2. პროექტს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დასაბუთება და კონკრეტული დახასიათება, რომელიც უნდა შეიცავდეს დასახლების ჩამონათვალს და რაოდენობას, სახელწოდებას, სქემატური რუკებსა და ადგილობრივი საზღვრების კონტურებს.
3. საკრებულო ქმნის მუნიციპალიეტის შერეულ (მერის და საკრებულოს წევრებისაგან შემდგარ) კომისიას, რომელიც ამზადებს პროექტის საბოლოო ვარიანტს და აქვეყნებს მას სახალხო განსხილვისათვის იგივე პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით.
4. პროექტი საბოლოო სახეს იძენს მისი სახალხო განხილვის შემდეგ, რომელიც მოწონებული უნდა იყოს საკრებულოს ბიუროს მიერ. შერეული კომისია საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შუამდგომლობას, რომელიც საკრებულოს სახელით უნდა გაეგზავნოს საქართველოს სამთავრობო კომისიას ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად.
5. საქართველოს სამთავრობო კომისია განიხილავს საკრებულოს შუამდგომლობას და განხილვის შედეგებს თავისი ინიციატივით უგზავნის საკრებულოს, რომელმაც 20 დღის განმავლობაში სდომაზე უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი და ჩამოაყალიბოს ერთობლივი მოსაზრება, რომელიც კვლავ უკან უნდა გადაეგზავნოს სამთავრობო კომისიას. მოსაზრება ფორმდება საკრებულოს სხდომის ოქმში, რომელშიც აღინიშნება სხდომაზე გამოთქმული წინადადებები და საკრებულოს საბოლოო პოზიცია.
6. 85-ე მუხლში გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო კომისიას პროექტი განსახილველად შეაქვს საქართველოს პარლამენტში. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს გაასაჩივროს პარლამენტის გადაწყვეტილება სასამართლოში
7.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის ან თემის თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულის შექმნა ან გაერთიანება შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი და უმრავლესობით ამტკიცებს საკრებულოს სხდომა