1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საკრებულოს სამართლებრივი აქტი შედგება ორი ნაწილისაგან: აღწერილობითი (პრეამბულა ან დასაბუთების ნაწილი) და სარეზოლუციო (დადგენილებითი). საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.

3. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში უნდა იქნეს მითითებები რომელი კანონის ან ნორმატიული აქტის შესასრულებლად ან გამომდინარე გამოიცემა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, ასევე მითითებები თუ საკრებულოს რომელი სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობა ცხადდება, ან თუ რომელი ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.

4. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი.

5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

6. სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო (დადგენილებით) ნაწილში უნდა მიეთითოს თუ რომელი კანონის საფუძველზე (მუხლის მითითებით) და რომელ ორგანოში და რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს წინამდებარე აქტი, ასევე უნდა მიეთითოს იმ ორგანოს მისამართი, რომლის განსჯადობასაც მიეკუთვნება გასაჩივრება.

7. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

8. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერა