1.გადაწყვეტილება ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოაგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან კიდევ ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების (წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) მხოლოდ კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ამ სამართლებრივი აქტის მიღების ვადა, კოლეგიური ორგანოს მისამართი და მოსაზრებების წარდგენის ვად