1. საკრებულო კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ყველა საკითხს ამზადებს და იხილავს კოლეგიური ადმინისტრაციული წარმოების წესით..

2. საკრებულოში ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით „ დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები..საკრებულოში კოლეგიური ორგანოა საკრებულოს სხდომა, საკრებულოს ბიუროს სხდომა, საკრებულოს კომისიის სხდომა და სხვა საკრებულოს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოები.

3. კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შედგება საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კომისიის თავმჯდომარეების, აპარატის უფროსისა და სპეციალისტებისაგან. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიურ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

4. საკრებულოს ან მისი კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონს, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ რეგლამენტით დადგენილ ნორმატიულ და პროცედურულ მოთხოვნებს.

5. საკრებულოს ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოებს საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ საფუძველზ