1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო სიმბოლოები, რომელიც გამოიხატება ჰერალდიკური ნიშნებით დროშისა და გერბის სახით.
2. მუნიციპალიტეტის მერის, ან საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მომზადებული პროექტი მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს და გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო განხილვისათვის.
3. საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას პროექტის სახალხო განხილვისათვის გადაცემის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში ქმნის სახალხო განხილვის უზრუნველყოფისათვის საორგანიზაციო ჯგუფს. პროექტის სახალხო განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
4.სახალხო განხილვის დროს შემოსული მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და პროექტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს აპარატის მიერ 10 დღის ვადაში წარედგინება საკრებულოს ბიუროს.
5. საკრებულოს ბიუროს მიერ მოწონებული პროექტი საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელთან კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ, პროექტის საბოლოო ვარიანტი დასამტკიცებლად უბრუნდება საკრებულოს.
6.საკრებულოს ბიუროს უახლოეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში კენჭისყისათვის შეაქვს პროექტი მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, რომელიც მხოლოდ კენჭის ყრის პროცედურას ითვალისწინებს. პროექტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა საკრებულოს წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადსგენლობის ერთი მესამედის