1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ პეტიციის წესით მიმართონ საკრებულოს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღების მოთხოვნით, ან მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით. პეტიციის მოთხოვნის საგანი ასევე შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის საქმიანობის კანონიერების შემოწმება.

2. არანაკლებ ათკაციანი საინიციატივო ჯგუფი განაცხადით მიმართავს საკრებულოს თავჯდომარეს და წარუდგენს შესაბამის მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთვოდეს საკრებულოს მიერ განსახილველად მისაღები ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტი ან კიდევ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის დასაბუთება.

3. სამართლებრივი აქტის მიღების მოთხოვნას რეგისტრაციისათვის საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მინიმუმ ერთი პროცენტი, ხოლო უნდობლობის საკითხის რეგისტრაციისათვის 20%.

4 პეტიციის განაცხადის მიღება, ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნის რეგისტრაცია, მის დაკმაყოფილებაზე უარი და გასაჩივრების წესი, ასევე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით.

5. პეტიციის მოთხოვნა, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის საქმიანობის კანონიერების შესწავლისაკენ, რეგისტრირდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასეთი მოთხოვნის პეტიცია შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას, ან კიდევ ამ საკითხის შესწავლისათვის საკრებულოს სხდომაზე კენჭი ეყრება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხ