1.მუნიციპალიტეტის მერისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს და მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ს.

2. ამომრჩევლეთა ინიციატივით დაყენებული მოთხოვნის პროცედურის დასაწყებად საჭიროა სულ მცირე 10-კაციანი საინციატივო ჯგუფის განაცხადი, რომელიც რეგისტრაციაში უნდა გატარდეს საკრებულოს აპარატში. განაცხადში მითითებული უნდა იყოს თვითოეული ხელმომწერის გვარი, სახელი, პირადობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და საცხოვრებელი მისამართი. განაცხადში მოკლედ უნდა იყოს დასაბუთებული მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის საფუძვლები. განაცხადი რეგისტრაციაში გატარებისთანავე ქვეყნდება საჯარო წესით ამ რეგლამენტის მიხედვით.

3. რეგისტრაციაში გატარების შემდგომ, საკრებულოს აპარატი ვალდებულია სამი დღის ვადაში გასცეს შესაბამისი მოწმობა. განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ საინიციატივო ჯგუფს დარღვეული აქვს ორგანული კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. უარი შეიძლება 2 დღის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ განიხილება 5 დღის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში 2 დღიან ვადაში, რომელიც განხილული უნდა იქნეს 5 დღიან ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების მომენტიდან. საკრებულო ამისათვის გასცემს სპეციალური ბლანკის ნიმუშს, რომელსაც ამრავლებს საინიციატივო ჯგუფი იმდენ ეგზემპლიარად, რამდენიც ესაჭიროება ხელმოწერების შეგროვებას. თვითოეულ ბლანკზე ხელმოწერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 პირზე მეტს და მასში საკუთარი ხელით უნდა ჩაიწეროს ხელმომწერის გვარი, სახელი, დაბადების წელი, პირადობის მოწმობის ან პირადი ნომერი, რეგისტრაციისა და საცხოვრებელი მისამართი, ასევე დასმული უნდა იყოს ხელმოწერის თარიღი და პირი თავად უნდა აწერდეს ხელს. თვითოეულ ასეთ ფურცელს (ბლანკს) ბოლოში ხელს უნდა აწერდეს მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი, სადაც უნდა მიეთითოს მისი სახელი და გვარი, ასევე მისამართი. თვითოეული ასეთი ფურცელი უნდა წარედგინოს ნოტარიუსს ან საკრებულოს აპარატს და დადასტურებული უნდა იყოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის ნამდვილობა.

5. საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შეგროვებისათვის ეძლევა არაუმეტეს ერთი თვისა, რომლებმაც ამ ვადაში უნდა წარუდგინონ საკრებულოს თავმჯდომარეს სულ მცირე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20% ხელმოწერა მაინც, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი მოითხოვენ გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადებას.

6. საკრებულოს თავმჯდომარე ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს ამისათვის უფლებამოსილ საკრებულოს აპარატის მოხელეს ან მოხელეთა ჯგუფს და ამ მომენტიდან იწყება შემოწმების პროცესი, რომელიც არ უნდა გაგრძელდეს 5 დღეზე მეტი ხნით. შემოწმებელი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და თუ ბათილი ხელმოწერების რაოდენობის 10 % მაინც გაბათილდა, მაშინ მთლიანად ამოწმებს დანარჩენი ხელმოწერების ნამდვილობას. მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივი ჯგუფს და ხარვეზის შესავსებად ეძლევა 2 დღიანი ვადა. თუ ამ ვადაში საინიციატივო ჯგუფი ვერ შეძლებს ხარვეზის გამოსწორებას, მაშინ საკითხი მოიხსნება პროცედურიდან და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანება.

7.ხელმოწერა ბათილად ჩაითვლება თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული ხელმომწერის სახელი და გვარი, ან დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

ბ) მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართ (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლის ან ბინის ნომერი);

გ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას.

დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ის ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც არის შესრულებული ხელმოწერა.

ე) ხელმომწერი არ არის რეგისტრირებული მოცემულ მუნიციპალიტეტში ან კიდევ არასწორად არის მითითებული მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები.

8.მთლიანად ბათილია ბლანკზე არსებული ყველა ხელმოწერა, თუ მასზე აღნიშნული არ არის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ასევე თუ იგი დამოწმებული არ არის სანოტარო ბიუროსაგან ან საკრებულოს აპარატის სპეციალურად უფლებამოსილი პირისაგან;

9.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, განაცხადი და თანდართული ხელმოწერების დოკუმენტები მთლიანად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ან უარს ებნევა ინიციატორს საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად შეტანაზე, ან კიდევ საკრებულოს ბიუროს წარუდგენს წინადადებას საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია 15 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ამ ვადაში არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, მაშინ ჩაითვლება, რომ საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შეტანაზე და საინიციატივოო ჯგუფს უფლება ეძლევა მეთექვსმეტე დღიდან 5 დღის ვადაში გაააჩივროს სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესითა და ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ გააუქმა საკრებულოს თავმჯდომარის უარი, ან დავალება მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკითხი დააყენოს საკრებულოს განსახილველად;

10.საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ შეტანილი ინიციატივა მერისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე საკრებულომ უნდა განიხილოს ჯერ ბიუროს სხდომაზე და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე. მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და თან ერთვოდეს მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს ხდის მოთხოვნის სამართლიანობის საფუძველს. მოთხოვნა უნდა იყოს ხელმოწერილი თვითოეული საკრებულოს წევრის მიერ და ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს საპროცედურო კიმისიის მიერ.

11. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა იწყება ინიციატორის მოხსენებით (საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. მომხსენებლისათვის შეკითხვების დასმის შემდგომ სიტყვა მიეცემა მერს ან მის მიერ რწმუნებით აღჭურვილ პირს, რომლისთვისაც მას გამოეყოფა 15 წუთი. სხდომის თავმჯდომარის მიერ ეს დრო შეიძლება გაუგრძელდეს 5 წუთის ფარგლებში. საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვები დაუსვან მერს ან მის წარმომადგენელს. საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს პოლიტიკური დებატები. საკრებულოს თავმჯდომარეს კენჭისყრამდე უფლება აქვს გამოვიდეს 10 წუთიანი სიტყვით. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, საკითხი დგება კენჭისყრაზე; გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება თუ მისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელია იგივე საკითხის დასმა უახლოესი 6 თვის განმავლობაში.

12.დაუშვებელია მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მერის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში და მისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაშ