1.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს მერის მიერ დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს.

2.თუ ხელშეკრულება დადებულია მუნიციპალიტეტის მერსა და იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან, მაშინ საკრებულოს მიერ მისი დამტკიცება წარმოებს სპეციალური პროცედურული წესის მიხედვით;

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის მერიებს შორის იდება ერთობლივი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ან კიდევ„ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე იდება შეთანხმება, კონტრაქტი ან სტატუტი, მაშინ ასეთი ხელშეკრულებების დამტკიცება წარმოებს განსაკუთრებული პროცედურული წესით, რომლის მიღებას ესაჭიროება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერ