1. საკრებულოს ბიურო განსახილველი პროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომების დღის წესრიგის პროექტს.
2. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომისიო განხილვის ვადები.
3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.
4. სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ. ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის გამართვის თაობაზე.
5. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.
6. თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოს წევრი, ფრაქცია, უმცირესობა ან უმრავლესობა მოითხოვს სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, მაშინ სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედის