1. საკრებულოს სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებს, მოწვეულ სპეციალისტებს (ექსპერტებს), საზოგადოების წარმომადგენელთა დაინტერესებულ პირებს და დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2. თუ მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ადგილობრივი ტელემაუწყებლობა, მაშინ საკრებულოს სხდომა შეიძლება საჯაროდ გადაიცეს პირდაპირი ტელეტრანსლაციით.

3. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც პირად ან სხვა სახის საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, სხდომის თავმჯდომარეს, მინიციპალიტეტის მერს, კომისიასა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან საკრებულოს სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

5. საკითხის დახურულ სხდომაზე განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

6. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან, დაიცვან ეთიკისა და ზნეობის ზოგადი ნორმებ