1. საკრებულო მუშაობას იწყებს სამუშაო დღის 10 საათზე და ამთავრებს 18 საათზე. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას შესაძლებელია ნახევარ საათიანი შესვენებების გამოცხადება, რომელსაც კენჭს უყრის სხდომის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომის გადადება შესაძლებელია თუ დღის წესრიგის საკითხების განხილვა ან კენჭისყრა ვერ ხერხდება ერთი სხდომის განმავლობაში. სხდომის გადადებას და მისი გაგრძელების თარიღის განსაზღვრას ესაჭიროება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედის მხარდაჭერა. საკრებულოს მიერ სხდომის გაგრძელება დასაშვებია საღამოს 21 საათამდე. ამ გადაწყვეტილებას მხარს უნდა უჭერდეს საკრებულოს უმრავლესობა მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას, საკრებულოს წევრების გარდა, სხდომათა დაბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებისთისაც საკრებულომ შეიძლება შექმნას განსხვავებული სამკერდე ნიშნებ