1. საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა საკრებულოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს.
2. სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს საკრებულოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;
დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;
ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან მოწვეულ პირს;
თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;
ი) პროექტის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;
კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;
ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს საკრებულოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებ