1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, იმართება, როგორც წესი, სხდომის დღეს, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ამოიწურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე საკრებულოს წევრთა გამოსვლები დაუშვებელია. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. თუ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო საკრებულოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.
3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.
5. საკრებულოს წევრი ხმას პირადად აძლევს.
6. თუ საკრებულოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცე