საკრებულოს სხდომა, ბიურო, კომისია უფლებამოსილია აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან დანიშნოს მომხსენებელი ან მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მომხსენებელი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია მისი დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისათვის. საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მომხსენებელს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის და სხვა სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის,, კონფიდენციალური) და წერილობითი განმარტება ნებისმიერ საკითხზე. მომხსენებელი გადაწყვეტილების პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს ბიუროს ან კომისიის სხდომა