1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

2. ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა – მისი გადახაზვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

4. სახელობითი კენჭისყრის დროს საკრებულოს წევრი სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით ადასტურებს იმ ვარიანტს, რომელსაც იგი მხარს უჭერს.

5. ღია კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ ხელის აწევის მეშვეობით.

6. კენჭისყრის შედეგებს ფარული კენჭისყრისას ითვლის ამისათვის შექმნილი დროებითი ხმის დამთვლელი ჯგუფი ( კომისია), ან საკრებულოს გადაწყვეტილებით საპროცედურო საკითხთა კომისია, ხოლო სახელობითი და ღია კენჭისყრის შედეგებს საკრებულოს აპარატი. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

7. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, საკრებულოს წევრთა სამკაციანი ჯგუფის, მოთხოვნით შესაძლებელია კენჭისყრის მონაცემები გამოცხადდეს საკრებულოს წევრთა სახელითა გვარების მითითებით.

თავი XIX

საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელე