1. საკრებულო, როგორც წესი, ისმენს მუნიციპალური აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთა და საკრებულოს კომისიის თამვჯდომარეთა ყოველწლიურ მოხსენებასა და ანგარიშებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცედურა ითვალისწინებს საკრებულოს წევრთა შეკითხვებს, უმცირესობის, უმრავლესობის ლიდერების, ფრაქციათა და კომისიის თავმჯდომარეთა გამოსვლებს, რომელთა პროცედურული რეგულაცია განსაზღვრულია ამ რეგლამენტით.
2. საკრებულო უფლებამოსილია მოითხოვოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა რიგგარეშე ანგარიშების მოსმენა და მისცეს შესაბიმისი შეფასება;
3. საკრებულოს კონტროლის განხორციელების ფორმებს მიეკუთვნება სადეპუტატო შეკითხვები, ინტერპელაცია, პეტიცია, გადაყენების მოთხოვნა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადება, რომელთა პროცედურული რეგულაცია განსაზღვრულია ამ რეგლამენტით.
4. საკრებულოს მიერ მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა ან საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებ