1. საკრებულო აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ აქტების აღსრულების მდგომარეობას, ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. საკრებულო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს საკრებულოს შეფასება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, სათანადო ცვლილების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).

2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში საკრებულოსა და მერიის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობას.

3. საკრებულო სხდომაზე რეგულარულად ისმენს შესაბამისი კომისიისა და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების ინფორმაციას მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

4. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია სამუშაო გეგმის საფუძველზე, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს საკრებულომ. აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს წარუდგენს ის კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისთვის;

თავი XX

მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელება