1. საკრებულო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომისიები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი მერობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.

2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახური საკრებულოს შესაბამის კომისიას წარუდგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.

3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, როგორც წესი, ყოველკვარტალურად განიხილავენ საკრებულოს კომისიები. ისინი უფლებამოსილი არიან, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებიდან. საკომისიო განხილვებს ორგანიზებას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში შედეგები მოხსენდება საკრებულოს და შეიძლება მისი განხილვის საგანიც გახდეს.

4. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვის წესი განსაზღვრულია ამ რეგლამენტ