1. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
2. სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრის წინ ტარდება საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია.
3. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მაშინ ცხადდება შესვენება ქვორუმის არ არსებობის გამო და 2 საათის შემდეგ ინიშნება ხელახალი რეგისტრაცია. საკრებულოს სხდომა ჩაშლილად ცხადდება თუ ამ შემთხვევაშიც ქვორუმი არ შედგა და სხვა დროისთვის ინიშნება.
4. საკრებულოს ყოველი სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას აღრიცხავს საკრებულოს აპარატის ამისათვის უფლებამოსილი პირი. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის წევრი, რეგისტრაციამდე საკრებულოს აპარატს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით აპარატს.
5. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან აპარატს ინფორმაციას, საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება..
6. საკრებულოს წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
7. საკრებულოს წევრის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომისიის თავმჯდომარე – კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე – საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაშ