თავი VII — ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში
1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
3. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-1000(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
…აღსანიშნავია, რომ დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. სახელდობრ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს…
საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
…გამცემი ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთან, 105 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოქმედების ვადაა მათი დამტკიცებიდან 3 წელი სანებართვო წარმოების II სტადიის დაწყებამდე. საქართველოს…
საქმე №ბს-475(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
…ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული პირები არ გამოკითხულან, მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს არ მისცემია მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად ჩატარების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სზაკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.…
…და პრობაციის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის…
…სკოლაში 2011 წლის 18 თებერვალს და მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი. განცხადების საფუძველზე წარმოება დაიწყო და სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის სხდომა ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 77-ე, 78-ე, 10 3-ე, 104-ე, 105-ე, 106-ე მუხლების შესაბამისად. მოსარჩელეს ტელეფონით ეცნობა, რომ ტარდებოდა სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც განიხილავდა მის პირად განცხადებას ხელშეკრულების…