(1)(a) კავშირს აქვს ასამბლეა, რომელიც შედგება კავშირის იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აკისრიათ ვალდებულებები 22-26 მუხლებით.
(b) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს დამატებითი დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები.
(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა, რომელმაც ის დანიშნა.
(2)(a) ასამბლეა:
(i) განაგებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება კავშირის შენარჩუნებასა განვითარებას და ამ კონვენციის გამოყენებას;
(ii) გადასინჯვის მიზნით მოწვეული კონფერენციების მომზადებასთან დაკავშირებით
მითითებებს აძლევს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს (შემდგომ
– „საერთაშორისო ბიურო”), როგორც განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომ – „ორგანიზაცია”) დამფუძნებელ კონვენციაში,ამასთან, სათანადო ყურადღებას უთმობს კავშირის იმ ქვეყნების ნებისმიერ შენიშვნებს, რომლებსაც არ ეკისრებათ ვალდებულებები 22-26 მუხლებით;
(iii) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან დაკავშირებით და აძლევს მას ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ;
(iv) ირჩევს ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს;
(v) განიხილავს და ამტკიცებს თავისი აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებსა და
საქმიანობას და აძლევს მას ინსტრუქციებს;
(vi) განსაზღვრავს კავშირის პროგრამას, იღებს მის ორწლიან ბიუჯეტს და ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;
(vii) ამტკიცებს კავშირის ფინანსურ რეგლამენტს;
(viii) ქმნის ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, როგორიც აუცილებლად
მიაჩნია კავშირის მიზნების განხორციელებისათვის;
(ix) განსაზღვრავს, კავშირის რომელი არაწევრი ქვეყანა და რომელი სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მის სხდომებზე მეთვალყურეებად;
(x) იღებს 22-26 მუხლების შესწორებებს;
(xi) ახორციელებს ნებისმიერ სათანადო ქმედებას, რომელიც მიმართულია კავშირის მიზნების მისაღწევდ;
(xii) ასრულებს ყველა სხვა ისეთ ფუნქციას, რომელიც გმომდინარეობს ამ კონვენციიდან;
(xiii) მისი თანხმობის შემთხვევაში, ახორციელებს ისეთ უფლებებს, რომლებიც მინიჭებული აქვს ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცით.
(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის
მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებისათვისაც, ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს
ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრის მოსმენის შემდეგ.
(3) (a) ასამბლეის თითოეულ წევრ ქეყანას აქვს ერთი ხმა.
(b) ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს.
(c) (b) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, თუ ნებისმიერ სესიაზე წარმოდგენილი
ქვეყნების რიცხვი ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ მეტია ან ტოლი ასამბლეის წევრი
ქვეყნების ერთი მესამედისა, ასამბლეას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა,საკუთარ პროცედურულ წესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, ყველა გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულების შემთხვევაში. საერთაშორისო ბიურო აცნობებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ მას, და სთავაზობს გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში
წერილობითი სახით აცნობონ აძლევენ ხმას ამ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგნი არიან, თუ თავს იკავებენ. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს ხმის მიცემა ან თავის შეკავება, აღწევს იმ რაოდენობას, რომელიც აკლდა სესიაზე კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის, იმ პირობით, რომ იმავდროულად შენარჩუნებული იქნება აუცილებელი უმრავლესობა.
(d) 26-ე მუხლის (2) პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა მიცემული ხმების ორი მესამედი.
(e) თავის შეკავება არ ითვლება ხმის მიცემად.
(f) თითოეულ დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მისი სახელით.
(g) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, მის სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ როგორც მეთვალყურეები.
(4)(a) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით სესიაზე ყოველ მეორე კალენდარულ წელს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმავე დროსა და ადგილზე სადაც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეია.
(b) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე, რომელსაც იწვევს გენერალური დირექტორი აღმასრულებელი კომიტეტის ან ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.
(5) ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებ