(1) წინადადებები შესწორებების შეტანის თაობაზე 22-ე, 23-ე,  24-ე,  25-ე  მუხლებსა  და მოცემულ მუხლში შეიძლება წამოყენებულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის  ან  გენერალური  დირექტორის  მიერ.  გენერალური  დირექტორი ასეთ  წინადადებებს  უგზავნის  ასამბლეის   წევრ   ქვეყნებს   ასამბლეის   მიერ   მათ   განხილვამდე, სულ  მცირე, ექვსი  თვით  ადრე.

(2) (1) პუნქტში გათვალისწინებულ მუხლებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება მიიღება ასამბლეის მიერ, რისთვისაც საჭიროა ხმების უმრავლესობა სამი მეოთხედის ოდენობით; ხოლო, 22-ე   მუხლსა   და   მოცემულ   პუნქტში   ნებისმიერი   შესწორების   შესატანად   აუცილებელია მიცემული   ხმების   ოთხი   მეხუთედი.

(3)  (1)  პუნქტში  მითითებულ  მუხლებში  შეტანილი  ნებისმიერი   შესწორება   ძალაში   შედის ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობით შეტყობინებას, საკონსტიტუციო პროცედურის შესაბამისად ამ ცვლილებების მიღების შესახებ, იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც იყვნენ ასამბლეის წევრები ამ შესწორების მიღების დროს.  ამგვარად მიღებული ამ მუხლის  ნებისმიერი  შესწორება, სავალდებულოა  ყველა  ქვეყანისათვის, რომლებიც არიან ასამბლეის წევრები შესწორების ძალაში შესვლის დროს, ან ხდებიან მისი წევრები ამ თარიღის შემდეგ. თუმცა, ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის კავშირის  ქვეყნების  ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შეატყობინეს მათ მიერ ასეთი  შესწორების  მიღების  შესახე