(1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის კავშირის წევრი, შეუძლია მიუერთდეს ამ აქტს და გახდეს ამ კონვენციის მხარე და კავშირის წევრი. შეერთების დოკუმენტები შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს.

(2)(a) ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც არ არის კავშირის წევრი, (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს კონვენცია ძალაში  შედის  შეერთების  დოკუმენტის  შესანახად  ჩაბარების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გააკეთებული  შეტყობინების  თარიღიდან  სამი  თვის შემდეგ, თუ ამ დოკუმენტში არ იყო მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ  უკანასკნელ შემთხვევაში, ამ ქვეყნის  მიმართ,  ეს  კონვენცია  ძალაში  შედის  ამგვარად  მითითებული თარიღიდან.

(b) თუ ძალაში შესვლა (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინ უსწრებს 1_21 მუხლებისა  და დამატებითი კარის ძალაში შესვლას 28(2)(a) მუხლის თანახმად, აღნიშნულ ქვეყანაზე ამასობაში 1_21 მუხლების და დამატებითი აქტის ნაცვლად ვრცელდება ამ კონვენციის ბრიუსელის  აქტის  1_20 მუხლებ