(1) ეს აქტი კავშირის ქვეყნების ურთიერთობებში, იმ მოცულობით, როგორც გამოიყენება, ცვლის ბერნის 1886 წლის 9 სექტემბრის კონვენციასა და მისი გადასინჯვის შემდგომ აქტებს. მანამდე ძალაში შესული აქტები კვლავინდებურად გამოიყენება მთლიანად ან ისეთი მოცულობით, როგორითაც ეს აქტი არ ცვლის მათ წინა წინადადების ძალით, კავშირის იმ ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც რატიფიკაციას არ უწევენ ამ აქტს ან არ უერთდებიან მას.
(2) ქვეყნები, რომლებიც კავშირის წევრები არ არიან და ამ აქტის მხარეები ხდებიან, (3) პუნქტის გათვალისწინებით, იყენებენ მას კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არ ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, ან თუმცა ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, მაგრამ გააკეთა განცხადება, რომელიც გატვალისწინებულია 28 (1)(b) მუხლით. ასეთი ქვეყნები აღიარებენ, რომ კავშირის აღნიშნულ ქვეყანას მათთან ურთიერთობაში:
(i) შეუძლია გამოიყენოს უკანასკნელი აქტის დებულებები, რომლითაც მას ეკისრება ვალდებულება, და
(ii) დამატების I(6) მუხლის გათვალისწინებით, აქვს უფლება შეუთავსოს დაცვა ამ აქტით გათვალისწინებულ დონეს.
(3) ყოველი ქვეყანას, რომელმაც ისარგებლა დამატებით აქტში გათვალისწინებული ნებისმიერი შესაძლებლობით, შეუძლია გამოიყენოს დამატებითი აქტის დებულებები იმ უფლებების ან შესაძლებლობების მიმართ, რომლითაც მან ისარგებლა კავშირის იმ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობისას, რომელსაც არ ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანა უშვებს აღნიშნულ დებულებათა გამოყენება