(1) (a) ამ აქტს ხელს აწერენ ერთ ეგზემპლარზე ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და (2) პუნქტის გათვალისწინებით, შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს.
(b) ოფიციალური ტექსტები შეიმუშავდება გენერალური დირექტორის მიერ, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ, არაბულ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებსა და, ასევე, ასამბლეის მიერ განსაზღვრულ სხვა ენებზე.
(c) სხვადასხვა ტექსტის განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს.
(2) ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1972 წლის 31 იანვრამდე. ამ თარიღამდე (1)(a) პუნქტში მითითებული ეგზემპლარი შესანახად ბარდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას.
(3) გენერალური დირექტორი ამოწმებს ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის ორ ასლს და უგზავნის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობებს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას.
(4) გენერალური დირექტორი რეგისტრაციაში გაატარებს ამ აქტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.
(5) გენერალური დირექტორი ატყობინებს კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობებს აქტზე ხელმოწერების, რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებისა და იმ განცხადებების დეპონირების შესახებ, რომლებსაც შეიცავენ ეს დოკუმენტები ან გაკეთებულია 28 (1)(c), 30 (2)(a) და (b) 30 (2)(b) და 33 (2) მუხლების შესაბამისად, ამ აქტის ნებისმიერი დებულების ძალაში შესვლის შესახებ, დენონსაციის თაობაზე შეტყობინების, 30 (2)(c), 31 (1) და 31 (2), 33 (3) და 38 (1) მუხლების შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინებებისა და, აგრეთვე, იმ შეტყობინებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია დამატებით კარშ