(1) (a) ოქმზე ხელის მოწერა ხდება ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე დაწერილი ამ ოქმის თითო ეგზემპლარზე და შესანახად წარედგინება გენერალურ დირექტორს მას შემდეგ, რაც მადრიდში მასზე ხელის მოწერა შეწყდება. ტექსტი სამივე ენაზე ერთნაირად ავთენტიკური უნდა იყოს.

(b) ამ ოქმის ოფიციალური ტექსტების დადგენა ხდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ არაბულ, გერმანულ, იაპონურ, იტალიურ, პორტუგალიურ, რუსულ და ჩინურ ენებზე და იმ სხვა ენებზე, რომლებსაც განსაზღვრავს ასამბლეა.

(2) ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად მადრიდში 1989 წლის 31 დეკემბრამდე.

(3) ესპანეთის მთავრობის მიერ დამოწმებული ამ ოქმის ხელმოწერილი ტექსტის ორ ეგზემპლარს გენერალური დირექტორი უგზავნის ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შეიძლება გახდეს ამ ოქმის მონაწილე.

(4) გენერალური დირექტორი ამ ოქმს არეგისტრირებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(5) ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც შეიძლება გახდნენ ან არიან ამ ოქმის მონაწილეები, გენერალური დირექტორი აცნობებს ხელმოწერების, ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების, ამ ოქმის ძალაში შესვლის და მასში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, აგრეთვე დენონსაციისა და ამ ოქმით გათვალისწინებული ყველა განცხადების შეტყობინების შესახე