(1) ამ ოქმის მოქმედების ვადა დროში შეუზღუდავია.

(2) ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია გენერალური დირექტორისთვის შეტყობინების გაგზავნით.

(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის შეტყობინების დღიდან ერთი წლის შემდეგ.

(4) არცერთი მონაწილე მხარის მიერ არ შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება ამ მონაწილე მხარის მიმართ ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე.

(5) (a) თუ ნიშანი წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, რომელიც დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედებაშია იმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც მოახდინა დენონსაცია, ასეთი რეგისტრაციის მფლობელს შეუძლია ამ სახელმწიფოს და ორგანიზაციის უწყებაში იმავე ნიშანზე შეიტანოს განაცხადი, რომელიც მიჩნეული იქნება როგორც შეტანილი საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღით 3(4) მუხლის შესაბამისად ან ტერიტორიული გაფართოების შესახებ ჩანაწერის გაკეთების თარიღით 3
ter
(2) მუხლის შესაბამისად და, თუ საერთაშორისო განაცხადი სარგებლობდა პრიორიტეტით, ისარგებლებს იმავე პრიორიტეტით, იმ პირობით, რომ:

(i) ასეთი განაცხადი შეტანილი იქნება დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღიდან ორი წლის ვადაში;

(ii) განაცხადში ჩამოთვლილი საქონელი და მომსახურება ფაქტობრივად იფარება საერთაშორისო რეგისტრაციაში იმ სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მიმართ მითითებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვლით, რომელმაც მოახდინა დენონსაცია; და

(iii) ასეთი განაცხადი შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, საფასურისადმი მოთხოვნის ჩათვლით.

(b) ამ მუხლის (a) ქვეპუნქტის დებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ნებისმიერი ნიშნის მიმართ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, რომელიც დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედებაშია დენონსაციის განმცხადებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციებისგან განსხვავებული მონაწილე მხარეების მიმართ და მათი მფლობელების დენონსაციის გამო არიან უფლებამოსილნი 2(1) მუხლის შესაბამისად შეიტანონ საერთაშორისო განაცხად