(1) საერთაშორისო რეგისტრაციას და მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, ისევე როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ ოქმთან, ახორციელებს საერთაშორისო ბიურო.

(2) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითებით ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს ამ ოქმის გადასინჯვის მიზნით კონფერენციის მოსაწყობად.

(b) საერთაშორისო ბიუროს, ოქმის გადასინჯვის მიზნით ჩასატარებელი კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით, შეუძლია კონსულტაცია გაიაროს მთავრობათაშორისო და არასამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები ხმის უფლების გარეშე იღებენ მონაწილეობას ასეთ კონფერენციებზე საკითხების განხილვაში.

(3) საერთაშორისო ბიურო ასრულებს ამ ოქმთან დაკავშირებულ მასზე დაკისრებულ ყველა სხვა ფუნქცია