. მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების შენარჩუნება
(1) თუ მოცემული საერთაშორისო განაცხადის ან მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ წარმოშობის დამდგენი უწყება არის იმ სახელმწიფოს უწყება, რომელიც ერთდროულად ამ ოქმისა და მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრია, ოქმის დებულებები არ იმოქმედებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც აგრეთვე ერთდროულად ამ ოქმისა და მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრია.
(2) ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს ხუთწლიანი ვადის გასვლისა იმ თარიღიდან, როცა მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრი ქვეყნების უმრავლესობა გახდება ოქმის წევრი, ასამბლეას შეუძლია სამი-მეოთხედი ხმის უმრავლესობით გააუქმოს (1) პუნქტი ან შეზღუდოს (1) პუნქტის ფარგლები. ასამბლეის კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ერთდროულად ხსენებული შეთანხმებისა და ამ ოქმის წევრები არია