(1) წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია მე-10, მე-11, მე-12 მუხლებთან და ამ მუხლში შესწორებების შეტანასთან, შეიძლება შეთავაზებულ იქნეს ნებისმიერი მონაწილე მხარის ან გენერალური დირექტორის მიერ. ეს წინადადებები მონაწილე მხარეებს ეგზავნებათ გენერალური დირექტორის მიერ ასამბლეაზე განხილვამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე.
(2) იმ მუხლებში შესატანი ცვლილებების მიღება, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ხდება ასამბლეის მიერ, რისთვისაც მოითხოვება მიცემულ ხმათა სამი მეოთხედი, ამასთან, მე-10 მუხლსა და ამ პუნქტში შესწორებების შესატანად მოითხოვება მიცემულ ხმათა ოთხი მეხუთედი.
(3) ნებისმიერი შესწორება, რომელიც ეხება (1) პუნქტში მითითებულ მუხლებს, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორის მიერ იმ სახელმწიფოებისა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციების სამი მეოთხედისაგან, რომლებიც შესწორებების მიღების მომენტისათვის ასამბლეის წევრები იყვნენ და გააჩნდათ შესწორებაზე კენჭისყრის უფლება, მიღებულ იქნება წერილობითი შეტყობინება მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად აღნიშნული შესწორებების მოწონების შესახებ. ხსენებული მუხლების მიმართ ამ წესით მიღებული ნებისმიერი შესწორება სავალდებულოა ყველა იმ სახელმწიფოსა და მთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლებიც არიან ასამბლეის წევრები შესწორების ძალაში შესვლის მომენტისათვის ან ამის შემდეგ გახდებიან მისი წევრებ