(1) წინადადებები მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლებსა და ამ მუხლში შესწორებების შეტანის თაობაზე შეიძლება დასმულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის ან გენერალური დირექტორის მიერ. გენერალური დირექტორი  ასეთი  წინადადებების  შესახებ  წინასწარ, ასამბლეაზე მათ განხილვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, აცნობებს ასამბლეის  წევრ ქვეყნებს.

(2) წინა  (1)  პუნქტში  მითითებულ  მუხლებში  შესწორებები  მიიღება ასამბლეის  მიერ. შესწორებების   მისაღებად   მოითხოვება   კენჭისყრაში   მონაწილე ხმათა სამი მეოთხედი; ამასთან, მე-13 მუხლსა და ამ პუნქტში ნებისმიერი შესწორების მისაღებად მოითხოვება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა ოთხი მეხუთედი.

(3) ნებისმიერი  შესწორება  მუხლებში,  რომლებიც  მითითებულია  (1) პუნქტში, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობით შეტყობინებებს ქვეყნის მიერ შესწორების აღიარების შესახებ,  რაც  მათი  შესაბამისი  კონსტიტუციური  პროცედურების მიხედვით არის განხორციელი, იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც შესწორების მიღების მომენტში არიან ასამბლეის წევრები. აღნიშნულ მუხლებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებულია ამგვარად, სავალდებულოა  ყველა იმ  ქვეყნისათვის, რომლებიც  შესწორებების  ძალაში   შესვლის   მომენტისათვის უკვე არიან ასამბლეის წევრები ან გახდებიან მისი წევრები უფრო მოგვიანებითი თარიღისათვის იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის კავშირის ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც გაგზავნეს შეატყობინება  ასეთი  შესწორებების აღიარების  შესახე