(1) (a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიკაცია, ხოლო თუ მას არა აქვს ხელი მოწერილი, შეუძლია მასთან მიერთება. რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ დოკუმენტების დეზიტზე წარდგენა ხდება გენერალურ დირექტორთან.
(b) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას მისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტში შეუძლია განაცხადოს, რომ მისი რატიფიკაცია ან მიერთება არ ვრცელდება:
(i) მუხლებზე 1-დან მე-12-მდე, ან
(ii) მუხლებზე მე-13-დან მე-17-მდე.
(c) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის მოქმედება არ გაავრცელა ამ ქვეპუნქტში მითითებული მუხლების ორი ჯგუფიდან ერთ-ერთზე, შეუძლია მოგვიანებით ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ავრცელებს თავისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის მოქმედებას მუხლების ამ ჯგუფზე. ასეთი განცხადების დეპოზიტზე წარდგენა ხდება გენერალურ დირექტორთან.
(2) (a) 1-დან 12-მდე მუხლები ძალაში შედის კავშირის იმ პირველი ათი ქვეყნის მიმართ, რომელთაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპოზიტზე წარადგინეს (1)(b)(i) პუნქტით დაშვებული განცხადების გაკეთების გარეშე ასეთი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ მეათე დოკუმენტის დეპოზიტზე წარადგინიდან სამი თვის შემდეგ.
(b) მე-13-დან მე-17-მდე მუხლები ძალაში შედის კავშირის იმ პირველი ათი ქვეყნის მიმართ, რომელთაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპოზიტზე წარადგინეს (1)(b)(ii) პუნქტით დაშვებული განცხადების გაკეთების გარეშე, ასეთი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ მეათე დოკუმენტის დეპოზიტზე წარადგინიდან სამი თვის შემდეგ.
(c) იმ შემთხვევაში, თუ (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად და 1 (b) პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით (1)(b)(i) და (ii) პუნქტებში მითითებული მუხლების ორი ჯგუფი უკვე შესულია ძალაში, კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, გარდა (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულისა, რომელიც დეპოზიტზე წარადგენს რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტს ან კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც დეპოზიტზე განაცხადს 1 (c) პუნქტის შესაბამისად წარადგენს, მუხლები 1-დან მე-17-მდე ძალაში შედის სამი თვის შემდეგ ასეთი დეპოზიტის მიღების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების გავრცელების თარიღიდან, თუ დეპონირებულ დოკუმენტში ან განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ იყო მითითებული. მეორე შემთხვევაში ამ ქვეყნის მიმართ აქტი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.
(3) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელმაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი წარადგინა დეპოზიტზე, მუხლები მე-18-დან 30- მდე ძალაში შედის იმ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღიდან, როდესაც ამ ქვეყნის მიმართ 1(b) პუნქტში აღნიშნული მუხლების ჯგუფიდან ნებისმიერი შედის ძალაში მე-(2)(a), (b) ან (c) პუნქტის შესაბამისა