(1) (a) კავშირს აქვს ბიუჯეტი.
(b) კავშირის ბიუჯეტი მოიცავს კავშირის საკუთარ შემოსავალსა და ხარჯებს, მის შენატანებს კავშირების საერთო ხარჯების ბიუჯეტში და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის კონფერენციის ბიუჯეტისათვის გამოყოფილ თანხას.
(c) ხარჯები, რომლებიც მიეწერება არა მხოლოდ ამ კავშირს, არამედ, ასევე, ერთ ან მეტ სხვა კავშირს, რომელთა ადმინისტრირება ორგანიზაციის მიერ ხორციელდება, განიხილება როგორც კავშირების საერთო ხარჯები. ასეთ საერთო ხარჯებში კავშირის წილი პროპორციულია იმ სარგებელისა, რომელიც კავშირს აქვს მასში.
(2) კავშირის ბიუჯეტი დგინდება სხვა იმ კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნების სათანადო გათვალისწინებით, რომელთა ადმინისტრირება ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
(3) კავშირის ბიუჯეტის დაფინანსების წყაროებია:
(i) კავშირის ქვეყნების შენატანები;
(ii) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გაწეული მომსახურების საფასურები და გადასახადები;
(iii) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გამოცემული პუბლიკაციების გაყიდვით შემოსული თანხები ან როიალთი.
(iv) საჩუქრები, მემკვიდრეობა და სუბსიდიები;
(v) რენტა, პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა.
(4) (a) კავშირის თითოეული ქვეყანა ბიუჯეტში მისი შენატანის დადგენის მიზნით განეკუთვნება გარკვეულ კლასს და იხდის თავის წლიურ შენატანს შემდეგნაირად დადგენილი წილობრივი ერთეულების საფუძველზე: 2)
I
კლასი
. . . . . . . . .
25
II
კლასი
. . . . . . . . .
20
III
კლასი
. . . . . . . . .
15
IV
კლასი
. . . . . . . . .
10
V
კლასი
. . . . . . . . .
5
VI
კლასი
. . . . . . . . .
3
VII
კლასი
. . . . . . . . .
1
(b) თითოეული ქვეყანა, გარდა ქვეყნებისა, რომლებმაც ეს ასე უკვე გააკეთეს, თავისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენასთან ერთად უთითებს კლასს, რომელთანაც მას სურს მიკუთვნება. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეიცვალოს კლასი. თუ ქვეყანა ირჩევს უფრო დაბალ კლასს, მან ამის შესახებ უნდა განუცხადოს ასამბლეას ერთ-ერთ რიგით სესიაზე. ნებისმიერი ასეთი ცვლილება შედის ძალაში კალენდარული წლიდან, რომელიც მოსდევს ხსენებულ სესიას.
(c) თითოეული ქვეყნის წლიური შენატანის სიდიდე ისეთივე პროპორციაშია ყველა ქვეყნის მიერ კავშირის წლიურ ბიუჯეტში შეტანილ
საერთო თანხასთან, როგორც მისი წილობრივი ერთეულების სიდიდე ყველა გადამხდელი ქვეყნის წილობრივი ერთეულების ჯამთან.
(d) შენატანების გადახდა ხდება ყოველი წლის პირველ იანვარს.
2) ისმო-ს მმართველმა ორგანოებმა და კავშირებმა, რომელთა ადმინისტრირება ისმო-ს მიერ ხორციელდება, მიიღეს შენატანების ახალი ერთიანი სისტემა, რომელიც ძალაშიია 1994 წლის 1 იანვრიდან და რომელმაც შეცვალა პარიზის კონვენციის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში აღწერილი შენატანების დაყოფის სისტემა. ერთიანი სისტემის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ ისმო-ს დოკუმენტიდან AB/XXIV/5.
(e) შენატანის გადახდასთან დაკავშირებული დავალიანების მქონე ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება კავშირის ნებისმიერ ორგანოში, რომლის წევრიც ის არის, თუ მისი დავალიანება ტოლია ან აჭარბებს წინა ორი სრული წლისათვის მის მიერ გადასახდელი შენატანის სიდიდეს. მიუხედავად ამისა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ ქვეყანას გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება ამ ორგანოში, თუ და ვიდრე ის დარწმუნებულია, რომ გადახდის გადავადება განსაკუთრებული და გარდაუვალი გარემოებებით არის განპირობებული.
(f) იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი საფინანსო პერიოდის დაწყების წინ ბიუჯეტი არ არის მიღებული, ფინანსური ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად იგი რჩება წინა წლის ბიუჯეტის დონეზე.
(5) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გაწეული მომსახურების საფასურებისა და გადასახადების სიდიდეს ადგენს და ასამბლეასა და აღმასრულებელ კომიტეტს მოახსენებს გენერალური დირექტორი.
(6) (a) კავშირს გააჩნია საბრუნავი ფონდი, რომელიც იქმნება კავშირის თითოეული ქვეყნის ერთჯერადი გადასახადით. თუ ფონდი არასაკმარისი ხდება, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ.
(b) თითოეული ქვეყნის საწყისი გადასახადის სიდიდე ხსენებულ ფონდში ან მისი მონაწილეობა ამ ფონდის გაზრდაში პროპორციულია ამ ქვეყნის შენატანისა იმ წელს, როდესაც დაარსდა ფონდი ან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ.
(c) გადასახადების თანაფარდობა და გადახდის პირობები დგინდება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც ასამბლეა მოისმენს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრს.
(7) (a) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც დადებულია ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, გათვალისწინებულია, რომ, თუ საბრუნავი ფონდი არასაკმარისია, ასეთი ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების თანხა და გაცემის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ასეთ ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის დამოუკიდებელი შეთანხმებების საგანს წარმოადგენს. ვიდრე ასეთ ქვეყანას აკისრია ავანსების გაცემის ვალდებულება, მას აქვს ex officio ადგილი აღმასრულებელ კომიტეტში.
(b) წინა (a) ქვეპუნქტში მითითებულ როგორც ქვეყანას, ისე ორგანიზაციას გააჩნია უფლება წერილობითი შეტყობინებით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის დამთავრებიდან, როდესაც გაიგზავნა ასეთი შეტყობინება.
(8) ანგარიშების აუდიტი ხორციელდება კავშირის ერთი ან მეტი ქვეყნის ან გარე აუდიტორების მიერ ფინანსური რეგლამენტის შესაბამისად. ისინი ინიშნებიან მათი თანხმობით, ასამბლეის მიე