(1) (a) კავშირის ადმინისტრაციულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო ბიურო,  რომელიც  წარმოადგენს  ლიტერატურული  და  მხატვრული ნაწარმოებების საერთაშორისო კონვენციის  მიერ  დაარსებული  კავშირის ბიუროსთან  გაერთიანების  შედეგად  განახლებულ  კავშირის  ბიუროს.

(b) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო უზრუნველყოფს კავშირის სხვადასხვა ორგანოს  სამდივნოების  ფუნქციონირებას.

(c) ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი  პირი  და გააჩნია  კავშირის წარმოადგენის უფლება.

(2) საერთაშორისო ბიურო თავს უყრის და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება სამრეწველო საკუთრების დაცვას. კავშირის თითოეული ქვეყანა საერთაშორისო ბიუროს დაუყოვნებლივ ატყობინებს სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებილი ყველა ახალი კანონისა და ოფიციალური ტექსტის შესახებ. გარდა ამისა, იგი საერთაშორისო ბიუროს აწვდის მისი სამრეწველო საკუთრების სამსახურის ყველა გამოცემას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სამრეწველო საკუთრების დაცვასთან და შეიძლოა, საერთაშორისო ბიურო თავისი საქმიანობისათვის სასარგებლოდ ჩათვლის.

(3) საერთაშორისო ბიურო პერიოდულ  გამოცემას  აქვეყნებს  თვეში ერთხელ.

(4) საერთაშორისო ბიურო კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, მისი მოთხოვნით, აწვდის ინფორმაციას სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

(5) საერთაშორისო ბიურო წარმართავს კვლევებს და უზრუნველყოფს სამრეწველო  საკუთრების  დაცვის  ხელშესაწყობად  გამიზნულ  მომსახურებას.

(6)  გენერალური  დირექტორი  და  შტატის  ნებისმიერი   მის   მიერ დანიშნული თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის, აღმასრულებელი  კომიტეტისა  და  ექსპერტთა  ნებისმიერი  სხვა   კომიტეტის   ან მუშა ჯგუფის  ყველა  სხდომაში.  გენერალური  დირექტორი  ან  მის  მიერ დანიშნული  თანამშრომელი  ამ  ორგანოების  ex officio მდივანია.

(7) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითებების შესაბამისად და აღმასრულებელ კომიტეტთან თანამშრომლობით ამზადებს კონფერენციებს კონვენციის დებულებათა, გარდა მე-13-დან მე-17-მდე მუხლებში მოცემული დებულებებისა, გადასინჯვის  მიზნით.

(b) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია სამთავ- რობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან გადასინჯვასთან   დაკავშირებული   კონფერენციების   მომზადების   თაობაზე.

(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები  ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ამ კონფერენციებზე გამართულ დისკუსიებში.

(8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა დავალება