(1) [ადმინისტრაციული ფუნქციები] (ა) საერთაშორისო რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული მოვალეობები, ისევე როგორც კავშირთან დაკავშირებული ყველა სხვა ადმინისტრაციული ფუნქცია, სრულდება საერთაშორისო ბიუროს მიერ.
(ბ) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს შეხვედრებს და უზრუნველყოფს ასამბლეას და ექსპერტთა ისეთ კომიტეტებს და მუშა ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ასამბლეის მიერ, სამდივნოს მომსახურებით.
(2) [გენერალური დირექტორი] გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი და წარმოადგენს კავშირს.
(3) [შეხვედრები, ასამბლეის სესიების გარდა] გენერალური დირექტორი იწვევს ასამბლეის მიერ დაარსებულ ნებისმიერ კომიტეტს და მუშა ჯგუფს და აწყობს ყველა სხვა შეხვედრას, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
(4) [საერთაშორისო ბიუროს როლი ასამბლეაზე და სხვა შეხვედრებზე] (ა) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის და მის მიერ დაარსებული კომიტეტებისა და მუშა ჯგუფების ყველა შეხვერდრაში, აგრეთვე კავშირის ეგიდით გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ ნებისმიერ სხვა შეხვედრაში.
(ბ) გენერალური დირექტორი ან გენერალური დირექტორის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ასამბლეის, კომიტეტების, მუშა ჯგუფების და სხვა შეხვედრების ex officio მდივანი.
(5) [კონფერენციები] (ა) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის ინსტრუქციების შესაბამისად ამზადებს გადასინჯვის კონფერენციებს.
(ბ) სართაშორისო ბიუროს შეუძლია გამართოს კონსულტაციები სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ მზადებასთან დაკავშირებით.
(გ) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები გადასინჯვის კონფერენციებზე მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში ხმის მიცემის უფლების გარეშე.
(6) [სხვა ფუნქციები] საერთაშორისო ბიურო ამ აქტიდან გამომდინარე ახორციელებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ფუნქცია