(1) [ცვლილებების შეტანა და სხვა საკითხები] საერთაშორისო ბიუროს დადგენილის შესაბამისად შეაქვს საერთაშორისო რეესტრში

(Ι) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელობის ნებისმიერი ცვლილება რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ და ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, იმის გათვალისწინებით, რომ მე-3 მუხლის შესაბამისად ახალ მფლობელს უფლება აქვს შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი.

(ΙΙ) მფლობელის სახელწოდების ან მისამართის ნებისმიერი ცვლილება,(ΙΙΙ) განმცხადებლის ან მფლობელის წარმომადგენლის არჩევა და ასეთ წარმომადგენელთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემი,(ΙV) მფლობელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაციაზე ნებისმიერი უარი რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ,(V) მფლობელის მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის ნებისმიერი შეზღუდვა რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ ერთი ან რამდენიმე სამრეწველო ნიმუშით, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია,(VΙ) მითითოეული მონაწილე მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გაუქმება რომელიმე ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია,(VΙΙ) ინსტრუქციით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია უფლებებთან ნებისმიერ ან ყველა სამრეწველო ნიშანზე, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(2) [საერთაშორისო რეესტრში ჩანაწერის შეტანის ძალა] (1)-ლი პუნქტის მე-(ΙΙ), მე-(ΙV), მე-(VΙ) და მე-(VΙΙ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანას აქვს იგივე ძალა, როგორც თითოეული შესაბამისი მონაწილე მხარის რეესტრში ჩანაწერის შეტანის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაწილე მხარეს შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ (1) პუნქტის (Ι) მითითებული ჩანაწერის შეტანას არ ექნება ძალა ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ვიდრე ამ მონაწილე მხარის უწყება არ მიიღებს ამ განცხადებით განსაზღვრულ მტკიცებებს ან დოკუმენტებს.

(3) [საფასურები] (1) პუნქტის შესაბამისად შესრულებული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა შეიძლება ექვემდებარებოდეს საფასურის გადახდას.

(4) [გამოქვეყნება] საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს ცნობას (1) პუნქტის შესაბამისად შესრულებული ნებისმიერი ჩანაწერის შეტანის შესახებ. იგი უგზავნის გამოქვეყნებული ცნობის ასლს თითოეული დაინტერესებული მონაწილე მხარის უწყება