(1) [განაცხადის სტატუსით მოქმედი კანონის შესაბამისად] საერთაშორისო რეგისტრაციას საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან აქვს სულ მცირე იგივე ძალა თითოეული მითითებული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, როგორც ჩვეულებრივ შეტანილ განაცხადს სამრეწველო ნიმუშისათვის დაცვის მისანიჭებლად ამ მონაწილე მხარის კანონის შესაბამისად.

(2) [მინიჭებული დაცვის სტატუსით მოქმედი კანინის შესაბამისად](ა) თითოეულ მითითებულ მონაწილე მხარეში, რომლის უწყებამ არ აცნობა უარყოფის შესახებ მე-12 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო რეგისტრაციას აქვს იგივე ძალა როგორც ამ მონაწილე მხარის კანონით დაცულ სამრეწველო ნიმუშს არა უგვიანეს დროის იმ პერიოდის გასვლის თარიღამდე, რომელიც ნებადართულია უარყოფის შესატყობინებლად, ან, როდესაც მონაწილე მხარეს გაკეთებული აქვს შესაბამისი განცხადება ინსტრუქციის შესაბამისად, ამ განცხადებაში განსაზღვრული დროის ბოლომდე.

(ბ) თუ მითითებული მონაწილე მხარის უწყებამ შეატყობინა უარყოფის შესახებ და შემდეგ ეს უარყოფა ნაწილობრივ ან მთლიანად გაიტანა, საერთაშორისო რეგისტრაციას, იმ შემთხვევაში, თუ უარი გატანაილი იქნა, აქვს იგივე ძალა ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, როგორც აღნიშნული მონაწილე მხარის კანონით სამრეწველო ნიმუშისათვის მინიჭებულ დაცვას არაუგვიანეს იმ თარიღიდან, როდესაც ეს უარყოფა იქნა გატანილი.

(გ) ამ პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო რეგისტრაციისათვის მინიჭებული ძალა მოქმედებს სამრეწველო ნიმუშის ან ნიმუშებისათვის, რომლებიც ამ რეგისტრაციის საგანია მითითებული უწყებისაგან საერთაშორისო ბიუროს მიერ მიღებული სახით, ან თუ მისაღებია, ამ უწყებაში პროცედურის დროს შეცვლილი სახით.

(3) [განცხადება განმცხადებლის მონაწილე მხარის მითითების მოქმედებასთან დაკავშირებით](ა) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება ახორციელებს ექსპერტიზას, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ, თუ იგი არის განმცხადებლის მონაწილე მხარე, ამ მონაწილე მხარის მითითებას საერთაშორისო რეგისტრაციაში არ ექნება ძალა.

(ბ) თუ მონაწილე მხარე, რომელსაც გაკეთებული აქვს (ა) ქვეპუნქტში მითითებული განცხადება, საერთაშორისო განაცხადში აღნიშნულია როგორც განმცხადებლის მონაწილე მხარე და როგორც მითითებული მონაწილე მხარე, საერთაშორისო ბიურო ამ მონაწილე მხარის მითითებას მხედველობაში არ მიიღებს.

მუხლი. 15. გაუქმება

(1) [დაცვის შესაძლებლობის მოთხოვნა] მითითებული მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გაუქმება ნაწილობრივ ან მთლიანად ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, არ შეიძლება გამოცხადდეს მფლობელისათვის თავის უფლებების დაცვის შესაძლებლობის დროული მინიჭების გარეშე.

(2) [გაუქმების შეტყობინება]მონაწილე მხარის უწყებამ, რომლის ტერიტორიაზე განხორციელდა საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმება, თუ მან იცის ამ გაუქმების შესახებ, უნდა შეატყობინოს იგი საერთაშორისო უწყება