(1) [საერთაშორისო განაცხადის ექსპერტიზა] თუ საერთაშორისო ბიურო აღმოაჩენს, რომ საერთაშორისო განაცხადი, მისი საერთაშორისო ბიუროს მიერ მიღებისას არ აკმაყოფილებს ამ აქტის და ინსტრუქციის მოთხოვნებს, მან უნდა შესთავაზოს განმცხადებელს შეიტანოს მოთხოვნილი შესწორებები დადგენილი დროის ფარგლებში

(2) [უსწორობები, რომლებიც არ იქნა გასწორებული] (ა) თუ განმცხადებელი არ დააკმაყოფილებს შეთავაზებას დადგენილი დროის ფარგლებში, საერთაშორისო განაცხადი, (ბ) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე, უარყოფილად ჩაითვლება.

(ბ) უსწორობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია მე-5 მუხლის მე-(2) პუნქტთან, ან ინსტრუქციის შესაბამისად მონაწილე მხარის მიერ გენერალური დირექტორისათვის შეტყობინებულ სპეციალურ მოთხოვნასთან, მიჩნეული იქნება, რომ საერთაშორისო განაცხადი არ შეიცავს ამ მონაწილე მხარის მითითებას, თუ განმცხადებელი არ დააკმაყოფილებს შეთავაზებას დადგენილი დროის ფარგლებშ