(1) [პრიორიტეტის მოთხოვნა] (ა) საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს განცხადებას, პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ერთი ან მეტი ადრინდელი განაცხადის მიხედვით პრიორიტეტის მოთხოვნით, რომელიც შეტანილი იყო ნებისმიერ ქვეყანაში ან ქვეყნისათვის, რომელიც ამ კონვენციის მხარეა ან მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.

(ბ) ინსტრუქციით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ (ა) ქვეპარაგრაფში აღნიშნული განცხადება შეიძლება გაკეთდეს საერთაშორისო განაცხადის შეტანის შემდეგ. ამ შემთხვევაში ინსტრუქცია ადგენს ასეთი განცხადების გაკეთების დასაშვებ ბოლო ვადას.

(2) [საერთაშორისო განაცხადი, რომელიც პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს] საერთაშორისო განაცხადი მისი შეტანის თარიღიდან და მისი შემდგომი ბედის მიუხედავად, პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის მნიშვნელობის მიხედვით ჩვეულებრივად შეტანილი განცხადების ტოლფასი