ამ აქტის მიზნებისათვის:

(Ι) ’’ჰააგის შეთანხმება’’ ნიშნავს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისი დეპონირების ჰააგის შეთანხმებას, რომელსაც შემდგომ დაერქვა სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმება;

(ΙΙ) ’’ეს აქტი ნიშნავს ჰააგის შეთანხმებას, რომელიც დადებულია ამ აქტით;

(ΙΙΙ) ’’ინსტრუქცია’’ ნიშნავს ინსტრუქციას ამ აქტის შესაბამისად;

(ΙV) ’’დადგენილი’’ ნიშნავს ინსტრუქციით დადგენილს;

(V) ’’პარიზის კონვენცია’’ნიშნავს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციას, რომელსაც ხელი მოაწერეს პარიზში 1883 წლის 20 მარტს, გადასინჯული და შეცვლილი სახით;

(VΙ) ’’საერთაშორისო რეგისტრაცია’’ ნიშნავს სამრეწველო ნიმუშის ამ აქტის შესაბამისად განხორციელებულ საერთაშორისო რეგისტრაციას’’;

(VΙΙ) ’’საერთაშორისო განაცხადი’’ ნისნავს განაცხადს საერთაშორისო რეგისტრაციისათვის;

(VΙΙΙ) ’’საერთაშორისო რეესტრი’’ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მონაცემთა ოფიციალურ კრებულს, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო ბიურო, რომელ მონაცემებსაც ეს აქტი ან ინსტრუქცია მოითხოვს ან ნებას რთავს იყოს შეტანილი, იმ საშუალების მიუხედავად, სადაც ეს მონაცემებია მოთავსებული;

(ΙX) ’’პირი’’ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

(X) ’’განმცხადებელი’’ ნიშნავს პირს, რომლის სახელითაც არის შეტანილი საერთაშორისო განაცხადი;

(XΙ) ’’მფლობელი’’ ნიშნავს პირს, რომლის სახელითაც არის საერთაშორისო რეგისტრაცია განხორციელებილი საერთაშორისო რეესტრში;

(XΙΙ) ’’სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია’’ ნიშნავს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც უფლება აქვს გახდეს წინამდებარე აქტის მხარე 27-ე მუხლის (1) პუნქტის (ΙΙ) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(XΙΙΙ) ’’მონაწილე მხარე’’ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ აქტის მხარეა;

(XΙV) ’’განმცხადებლის მონაწილე მხარე’’ ნიშნავს მონაწილე მხარეს, ან მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთს, რომლისგანაც განმცხადებელი იღებს უფლებამოსილებას, შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობებიდან სულ მცირე ერთის დაკმაყოფილების საშუალებით იმ მონაწილე მხარის მიმართ; როდესაც არსებობს ორი ან მეტი მონაწილე მხარე, რომელთაგან განმცხადებელს მე-3 მუხლის შესაბამისად შეუძლია მიიღოს უფლებამოსილება, შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი, „განმცხადებლის მონაწილე მხარე’’ ნიშნავს მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთს, რომელიც აღნიშნულია საერთაშორისო განაცხადში;

(XV) „მონაწილე მხარის ტერიტორია“ ნიშნავს იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე მხარე სახელმწიფოა, იმ სახელმწიფოს ტერიტორიას და როდესაც მონაწილე მხარე არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია _ ტერიტორიას, სადაც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება;

(XVΙ) ’’უწყება’’ ნიშნავს სააგენტოს, რომელსაც მონაწილე მხარის მიერ დაკისრებული აქვს სამრეწველო ნიმუშებისათვის ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი დაცვის მინიჭება;

(XVΙΙ) ’’ექსპერტიზის განმახორციელებელი უწყება’’ ნიშნავს უწყებას, რომელიც ex officio ატარებს ამ უწყებაში შეტანილი განაცხადების ექსპერტიზას სულ მცირე იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა სამრეწველო ნიმუში სიახლის მოთხოვნას;

(XVΙΙΙ) ’’მითითება’’ ნიშნავს მოთხოვნას, რომ საერთაშორისო რეგისტარაციას ჰქონდეს მოქმედება მონაწილე მხარის ტერიტორიაზე; იგი აგრეთვე ნიშნავს ამ მოთხოვნის შეტანას საერთაშორისო რეესტრში;

(XΙX) ‘’მითითებული მონაწილე მხარე’’ და ‘’მითითებული უწყება’’ ნიშნავს მონაწილე მხარეს და შესაბამისად მონაწილე მხარის უწყებას, რომელსაც ეს მითითება შეეხება;

(XX) ’’1934 წლის აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს ლონდოში 1934 წლის 2 ივნისს;

(XXΙ) ’’1960 წლის აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების აქტს. რომელსაც ხელი მოაწერეს ჰააგაში 1960 წლის 28 ნოემბერს;

(XXΙΙ) ’’1961 წლის დამატებითი აქტი’’ ნიშნავს 1934 წლის დამატებით აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს მონაკოში 1961 წლის 18 ნოემბერს;

(XXΙΙΙ) ’’1967 წლის შემვსები აქტი’’ ნიშნავს ჰააგის შეთანხმების შემვსებ შესწორებულ აქტს, რომელსაც ხელი მოაწერეს სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს;

(XXΙV) ’’კავშირი’’ ნიშნავს ჰააგის კავშირს, რომელიც დაარსდა 1925 წლის 6 ნოემბრის ჰააგის შეთანხმებით და შენარჩუნებულია 1934 და 1960 წლის აქტებით, 1961 წლის დამატებითი აქტებით, 1967 წლის შემვსები აქტით და წინამდებარე აქტით;

(XXV) ’’ასამბლეა’’ ნიშნავს ასამბლეას, რომელიც მითითებულია 21-ე მუხლის (1) (ა) პუნქტით, ან ნებისმიერ ორგანოს, რომელიც ამ ასამბლეას ცვლის;

(XXVΙ) ‘’ორგანიზაცია’’ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(XXVΙΙ) ’’გენერალური დირექტორი’’ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;

(XXVΙΙΙ) ‘’საერთაშორისო ბიურო’’ ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს;

(XXΙX) ’’რატიფიკაციის სამართლებრივი აქტები’’ გაგებული უნდა იქნეს, როგორც მიღების ან დამტკიცების სამართლებრივი დოკუმენტების შემცველ