(1) [მითითების დადგენილი საფასური] მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დადგენილი საფასურები თითოეული მითითებული მონაწილე მხარისათვის უნდა შეიცავდეს მითითების საფასურს.

(2) [მითითების ინდივიდუალური საფასური] ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება არის ექსპერტიზის გამახორციელებელი უწყება და ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ ნებისმიერ საერთაშორისო განაცხადთან დაკავშირებით, რომელშიც იგი არის მითითებული, და ასეთი საერთაშორისო განაცხადიდან გამომდინარე ნებისმიერ საერთაშორისო რეგისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით ,(1) პუნქტში აღნიშნული მითითების დადგენილი საფასური შეიცვლება მითითების ინდივიდუალური საფასურით, რომლის ოდენობა აღინიშნება განცხადებაში და შეიძლება შეიცვალოს შემდეგ განცხადებებში. აღნიშნული ოდენობა შეიძლება დაფიქსირდეს აღნიშნული მონაწილე მხარის მიერ დაცვის საწყისი ვადისათვის და განახლების თითოეული ვადისათვის, ან დაცვის მაქსიმალური პერიოდისათვის, რომელიც ნებადართულია შესაბამისი მონაწილე მხარის მიერ. მაგრამ იგი არ შეიძლება იყოს იმ ოდენობის ეკვივალენტზე მეტი, რომლის მიღების უფლება აქვს მონაწილე მხარის უწყებას განმცხადებლისაგან იმავე პერიოდით იმავე რაოდენობის სამრეწველო ნიმუშებისათვის დაცვის მისანიჭებლად. ეს ოდენობა შეიძლება შემცირდეს საერთაშორისო პროცედურით განპირობებული დანაზოგებით.

(3) [მითითების საფასურის გადაგზავნა] (1) და (2) პუნქტებში აღნიშნული მითითების საფასური საერთაშორისო ბიუროს მიერ გადაეგზავნება მონაწილე მხარეებს, რომლებისათვისაც ეს საფასური იქნა გადახდილ